Aa
Aa

"კუნთის სრული ნაწილი კარგად მუშაობს" - მარეი მაიამისთვის დაბრუნებას იმედოვნებს

მსოფლიო ჩოგბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავი, ენდი მარეი კორტზე დაბრუნებას რამდენიმე კვირაში იმედოვნებს. თეძოზე გადატანილი არაერთი ოპერაციის შემდეგ ბრიტანელი მოთამაშე მაიამის მასტერსისთვის ემზადება.

„მოკლე პროგრამებით ვვარჯიშობ, რათა, იქნებ, მაიამის ტურნირის დასაწყისს მზადყოფნაში შევხვდე. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რეაბილიტაციის უდიდესი ეტაპები გავიარე და ახლა თეძოს გარშემო კუნთის სრული ნაწილი კარგად მუშაობს.

პრობლემა ისაა, რომ სათამაშო პრაქტიკა მაკლია, რადგან დევისის თასის შემდეგ კორტზე სულ რამდენჯერმე გავედი. გარკვეული დრო მჭირდება, რომ კორტზე თავი კარგად ვიგრძნო. თუმცა, თუკი ჩემს ამჟამინდელ გეგმებში რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მალე დავბრუნდები.“

32 წლის შოტლანდიელმა ჩოგბურთელმა გასული წლის ოქტომბერში ანტვერპენის 250-იანი ტურნირი მოიგო, მას შემდეგ კი მხოლოდ 1 შეხვედრა ჩაატარა - დევისის თასზე ტალონ გრიკსპურს 3 სეტში მოუგო.

მაიამის მასტერსის წლევანდელი გათამაშება 25 მარტიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები