ალინა ბუტაევამ და ლუკა ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილი დაიკავეს
Aa
Aa

ალინა ბუტაევამ და ლუკა ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილი დაიკავეს

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს წყვილებში ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას ქართულმა დუეტმა თავისუფალი პროგრამა შეასრულა.

ჩვენებურებმა ჟიურისგან 97.21 ქულა დაიმსახურეს და ჯამში 153.17 ქულა დააგროვეს, რისი წყალობითაც მეშვიდე ადგილი დაიკავეს.

ტურნირის გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი, პანფილოვა რილოვის დუეტი გახდა, რომელმაც 195.96 ქულა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ ქალთა მოკლე და მამაკაცთა თავისუფალ პროგრამებს, ზეგ კი სპორტული წყვილებისა და ქალთა თავისუფალ პროგრამებს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები