კაზაკოვასა და რევიას ბრწყინვალე შედეგი - ქართული წყვილი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს
Aa
Aa

კაზაკოვასა და რევიას ბრწყინვალე შედეგი - ქართული წყვილი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს

ტალინში ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს მოციგურავეები რითმულ ცეკვებში მოკლე პროგრამით წარსდგნენ. გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას ქართული წყვილი შესანიშნავად გამოვიდა და შესაფერისი შეფასება მიიღო.

ჩვენებურმა დუეტმა სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა, 69.98 ქულა დააგროვა და ლიდერ წყვილს, ელიზავეტა შანაევასა და დევიდ ნარიჟნის მხოლოდ 0.05 ქულით ჩამორჩა. რუსეთის წარმომადგენლებმა 70.03 ქულა მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ მოკლე პროგრამის შემდეგ, მედლებისთვის ბრძოლას 29 წყვილიდან 20 აგრძელებს. კაზაკოვასა და რევიას დუეტს საუკეთესო შედეგის მიღწევის კარგი შანსი აქვს და ყველაფერს თავისუფალი პროგრამა გადაწყვეტს, რომელიც 7 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები