Aa
Aa

"დევისის თასი" - ჩოგბურთელები დაწყვილდნენ

ალექსანდრე მეტრეველის სახელობის საჩოგბურთო კომპლექსი "მზიური" 6-7 მარტს „დევისის თასის გათამაშებას უმასპინძლებს.

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ევრო/აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის პლეი-ოფის მატჩში ესტონეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპრიდებადღეს, მზიურისკორტებზე კენჭისყრა გაიმართა.

6 მარტს პირველ შეხვედრას ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართავს, რომელიც ვლადიმირ ივანოვს შეხვდება.

დღის მეორე მატჩში ალექსანდრე მეტრეველი კრისტიან ტამს დაუპირისპირდება.

წყვილთა რიგებში კი გიორგი ცივაძე და ზუკა ტყემალაძე მატიას სიიმარსა და ვლადიმირ ივანოვს შეხვდებიან.

დევისის თასისსათამაშო ბოლო დღეს ბასილაშვილი და მეტრეველი მეტოქეებს გაცვლიან.

აღსანიშნავიარომ ნაკრების წევრი ალექსანდრე ბაკში ესტონეთთან დაპირისპრიებას გამოპტოვებსახალგაზრდა ჩოგბურთელს კოჭის ტრავმა აწუხებს

შეხვედრები დილის 10 საათიდან დაიწყება და გულშემატკივრებისთვის დასწრება თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები