Aa
Aa

79-ე ტიტული - ჯოკოვიჩის მოგებათა სერია გრძელდება

დუბაიში გამართული მამაკაცთა 500-იანი ტურნირი ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა. სერბმა ვარსკვლავმა გათამაშების მიმდინარეობისას მხოლოდ 1 სეტი დათმო, ფინალში კი სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდა.

„ნოლე“ თამაშის მიმდინარეობას დამაჯერებლად აკონტროლებდა და საბოლოო გამარჯვებას საათსა და 19 წუთში მიაღწია - 6:3; 6:4, რითაც კარიერაში 79-ე ტიტული გაიფორმა.

ჯოკოვიჩმა, რომელმაც მსოფლიო რეიტინგის პირველი პოზიცია შეინარჩუნა, 2020 წელს დაუმარცხებელი სვლა გააგრძელა და მოგებათა სერია 19 მატჩამდე გაზარდა. ამ კუთხით, მას საუკეთესო სერია 2010-11 წლებში ჰქონდა, როცა ზედიზედ 43 შეხვედრაში იმარჯვა.

„ნოლემ“ დუბაიში გამარჯვებისთის 500 სარეიტინგო ქულა და 565 705 ამერიკული დოლარი მიიღო, ციციპასს კი 300 ქულა და 284 486 დოლარი ერგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები