საინგილოელი მებრძოლის მორიგი გამარჯვება და რუსეთში აფრიალებული ქართული დროშა
Aa
Aa

საინგილოელი მებრძოლის მორიგი გამარჯვება და რუსეთში აფრიალებული ქართული დროშა

სურაჯი (ფოლადაშვილი) ჰასანოვი, რუსეთის სახელით მოასპარეზე წარმოშობით საინგილოელი სპორტსმენია, რომელიც შერეულ ორთაბრძოლებში გამოდის.

ჰასანოვმა მორიგი ბრძოლა გამართა და რუსი გალამირზა აივანოვი დაამარცხა, რის შემდეგაც ქართული დროშა კიდევ ერთხელ ააფრიალა.

ჰასანოვი რუსეთის სახელით ასპარეზობს, თუმცა წარმოშობით აზერბაიჯანის სოფლიდან ითი თალიდან არის. როგორც მოგეხსენებათ ამ ტერიტორიაზე ინგილოები (ჰერები) ცხოვრობენ.

სურაჯი ჰასანოვი თავის წარმომავლობას არ ივიწყებს და ყველა ორთაბრძოლის მოგების შემდეგ არა რუსეთის, არამედ საქართველოს დროშას აფრიალებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები