Aa
Aa

ბრძოლა ოფიციალურად ჩაინიშნა - ჭიკაძე ამერიკელთან ფავორიტია

გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგ შეხვედრას 8 მარტს, ლას ვეგასში გამართავს და ჯამალ ემერს დაუპირისპირდება. ამერიკელს აქამდე გამართული 21 ორთაბრძოლიდან 17 მოგებული აქვს, თუმცა უშუალოდ UFC-ში დებიუტი სწორედ გიგას წინააღმდეგ ექნება.

ქართველი მებრძოლის განცხადებით, ამჟამად კარგ ფორმაში იმყოფება და ემერსთან გამარჯვებისაც ეიმედება. როგორც თავად ამბობს, ბოლო დროს რამდენიმე საბრძოლო კომპონენტში მოუმატა და წესით, მეტოქესთან უპირატესობაც უნდა ჰქონდეს.

ჭიკაძემ UFC-ში სადებიუტო ორთაბრძოლა შემოდგომაზე გამართა და გამარჯვებასაც მიაღწია. 29 თებერვალს კი მაიკ დევისთან უნდა ეჩხუბა, თუმცა მეტოქემ, ტრავმის გამო, ასპარეზობაზე უარი განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები