დევისის თასი - ჩვენი ნაკრები ესტონეთს
Aa
Aa

დევისის თასი - ჩვენი ნაკრები ესტონეთს "მზიურის" კორტებზე უმასპინძლებს

ალექსანდრე მეტრეველის სახელობის საჩოგბურთო კომპლექსი "მზიური" 6-7 მარტს „დევისის თასის“ გათამაშებას უმასპინძლებს.

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ევრო/აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის პლეი-ოფის მატჩში ესტონეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპრიდება.

ნაკრების კაპიტანმა დავით კვერნაძემ მოთამაშე ჩოგბურთელთა შემადგენლობა დაასახელა. ჩვენი გუნდის ღირსებას ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში, გიორგი ცივაძე და ზუკა ტყემალაძე დაიცავენ.

5 მარტს "მზიურის" კორტებზე კენჭისყრა გაიმართება, ხოლო მატჩები 6-7 მარტს დილის 10 საათიდან დაიწყება. შეხვედრებზე გულშემატკივრების დასწრება თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები