Aa
Aa

წაუგებელი სვლა გრძელდება! - ჯოკოვიჩი დუბაიში 4 წლის შემდეგ დაბრუნდა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა დუბაის 500-იან ტურნირზე 2016 წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა გათამაშების საწყის რაუნდში ტუნისელ მალეკ ჯაზირის 6:1; 6:2 აჯობა.

„ნოლე“ 2020 წელს წაუგებელ სვლას აგრძელებს და მიმდინარე სეზონში უკვე ზედიზედ მე-14 შეხვედრა მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩს, ATP-ს რეიტინგის პირველი პოზიციის შესანარჩუნებლად, დუბაიში წარმატებული თამაში სჭირდება. თუკი რაფა ნადალმა პარალელურად მიმდინარე აკაპულკოს 500-იანი ტურნირი მოიგო, მაშინ სერბი სულ მცირე 1/2 ფინალამდე უნდა მივიდეს, რათა კვლავ პირველი ჩოგანი იყოს.

ჯოკოვიჩი ტურნირის შემდეგ წრეში გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს დაუპირისპირდება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 11:2-ს უგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები