Aa
Aa

სეზონში პირველი ტიტული - ჰალეპმა დუბაიში რიბაკინა დაამარცხა

ქალთა პრემიერ კატეგორიის ტურნირს უმასპინძლა დუბაიმ, სადაც გულშემატკივარმა დაძაბული ფინალური მატჩი იხილა.

სიმონა ჰალეპმა ახალგაზრდა რუს ელენა რიბაკინას დრამატულ 3-სეტიან ბრძოლაში 3:6; 6:3; 7:6 აჯობა.

20 წლის რიბაკინა შესანიშნავ სეზონს ატარებს და არასრულ 2 თვეში უკვე 4 ფინალი ითამაშა. ჰალეპმა კი მიმდინარე წელს პირველი ტიტული მოიპოვა.

რუმინელი ვარსკვლავი კვლავ მსოფლიო რეიტინგის მე-2 ადგილზეა და WTA-ს პირველ ნომერ ეშლი ბარტის 2291 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები