გრანდ სლემი: ღვინიაშვილის ბრინჯაოს მედალი !
Aa
Aa

გრანდ სლემი: ღვინიაშვილის ბრინჯაოს მედალი !

დიუსელდორფის გრანდ სლემზე 90 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში მისთვის დამახასიათებელი დომინანტური ძიუდო შემოგვთავაზა და ვაზარით აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი დაამარცხა.

რაც შეეხება ღვინიაშვილის განვლილ გზას, მეორე წრეში ქართველმა ძიუდოისტმა ყირგიზი ერლან შეროვი დაამარცხა, ჯერ ვაზარით დაწინაურდა, შემდეგ შებოჭა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ყირგიზის ძლევის შემდეგ ღვინიაშვილმა სირილ კროსკლაუსის ბარიერი დაძლია და მეოთხედფინალში გავიდა, თუმცა მეოთხედფინალში დავლათ ბობონოვთან ვერაფერი გააწყო, მეტოქემ ქართველი ე.წ. ''მახრჩობელა'' ილეთით დაამარცხა.  ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრამდე ჩეხ დავიდ კლამერტს სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები