კორონავირუსი - 2 გარდაცვლილი და ათეულობით ადამიანი საფრთხის ქვეშ - სერია ა-ში 3 მატჩი გადაიდო!
Aa
Aa

კორონავირუსი - 2 გარდაცვლილი და ათეულობით ადამიანი საფრთხის ქვეშ - სერია ა-ში 3 მატჩი გადაიდო!

იტალიის სერია ა-ს 25-ე ტურში ერთბაშად 3 შეხვედრა გადაიდო და ამის მიზეზი ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსია, რომლის შემთხვევბიც უკვე იტალიაშიც დაფიქსირდა.

„ინტერი“ – „სამპდორია“, „ატალანტა“ – „სასუოლო“ და „ვერონა“ – „კალიარი“ კორონავირუსის შესაძლო გავრცელებისა და მისგან თავის დაცვის მიზნით გადაიდო.

შეხვედრები ვენეტოსა და ლომბარდიის რეგიონებში გადაიდო. კორონავირუსის საფრთხე სწორედ იქ იქნა დაფიქსირებული.

Football Italia-ს ცნობით, გარდაცვლილია 2 ადამიანი, ხოლო 79 ადამიანი ვირუსის პოტენციურ მატარებლად დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის შემთხვევები უკვე 26 სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირდა. სულ ბოლოს ის ირანში იქნა შემჩნეული, სადაც უკვე 5 ადამიანი გარდაიცვალა. 750 ადამიანზე კი დაკვირვება მიმდინარეობს.

შესაძლო საფრთხის გამო ერაყმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები