ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია - ორი დებიუტანტი ბელგიასთან მატჩში
Aa
Aa

ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია - ორი დებიუტანტი ბელგიასთან მატჩში

ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, 22 თებერვალს ბელგიასთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი რაზმი დაასახელა.

 წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, შემადგენლობა მნიშვნელოვნადაა გადახალისებული, ორ მორაგბეს კი, ბორჯღალოსანთა კვართით დებიუტი ექნება.

ასევე ნაკრებს ახალი კაპიტანი ეყოლება. ბექა გორგაძე 33-ე ბორჯღალოსანია , რომელიც გუნდს უკაპიტნებს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ქუთაისშიაია არენაზებელგიას დავუპირისპირდებით და მატჩი 15 საათზე დაიწყება.

პირველ ორ მატჩში საქართველომ ჯერ რუმინეთს სძლია ბონუსით – 41:13, მერე კი მადრიდში ესპანეთი დაამარცხა 23:10.

შავი ეშმაკებიპირველ ტურში პორტუგალიას ეწვია, 17:23 დამარცხდა და მცირედი სხვაობისთვის ბონუსს დასჯერდა, მერე კი რუსეთის ნაკრებს უმასპინძლა, 38:12 აჯობა და ამ შემთხვევაში შეტევის ბონუსი აიღო.

შედეგად, ბელგიას 6 ქულა აქვს და საქართველოსა (9 ქულა) და პორტუგალიის (8 ქულა) შემდეგ, მესამე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები