შავი ლომი
Aa
Aa

შეცვლილი შემადგენლობა | შავი ლომი ტოიოტა ჩელენჯის მეორე მატჩისთვის ემზადება

‘შავი ლომის’ სამწვრთნელო შტაბმა, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე „ტოიოტა ჩელენჯის“ მეორე მატჩისთვის თითქმის სრული შემადგენლობა შეცვალა.

10 ივნისს ჩვენი გუნდი ბლუმფონტეინში სამხრეთ აფრიკის მოქმედ ჩემპიონს, ‘სუზუკი გრიქასს’ შეერკინება. 1886 წელს დაარსებულმა ‘გრიქასმა’, 2025 წლის ქარი ქაფის ფინალში ‘გოლდენ ლაიონსი’ 27:25 დაამარცხა და ტიტული მეოთხედ (1899, 1911, 1970 და 2025 წლები) მოიპოვა.

‘შავი ლომისა’ და ‘სუზუკი გრიქასის’ შეხვედრა, „ტოიოტა სთედიუმზე“ საქართველოს დროით 15:30 საათზე დაიწყება. პირველ ტურში ჩვენმა გუნდმა ‘აირლინკ პუმასი’ 46:36 დაამარცხა, ‘გრიქასმა’ კი რუმინეთის ა ნაკრებს 35:20 სძლია.

გასული მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ სამმა მოთამაშემ შეინარჩუნა. ესენი არიან მგეზავი მერლს პიტერსი, მესამეხაზელი ლაშა ციხისთავი და შერკინების შემკვრელი გიორგი სინაურიძე.

შერკინებაში მარქაფიდან დაწინაურდა მთელი პირველი ხაზი - გიგა კობახიძე, თამაზ ჭამიაშვილი და ნიკოლოზ ხატიაშვილი, ასევე მეორეხაზელი გუგა ღანიაშვილი და მესამეხაზელი გიორგი კერვალიშვილი. ‘პუმასთან’ შეცვლაზე იყვნენ და ამჯერად დამწყებთა შორის არიან ჰავბეკი გიორგი სპანდერაშვილი და ცენტრი ზაურ ლუტიძე.

წინა თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ და ამჯერად დამწყებთა შორის არიან მეორეხაზელი გიორგი ნიკოლაძე, ცენტრი ბაჩანა მონიავა, ფრთები - ამირან შვანგირაძე და შალვა აფციაური და ფულბეკი სანდრო თოდუა.

მნიშვნელოვანი ცვლილებებია მარქაფაში. აფრიკულ ტურნეზე პირველად ითამაშებენ კვაჭი შოთა ხელაძე, ბურჯები - ბაჩუკი ბარათაშვილი და ბადრი ციხისთავი, მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე, ჰავბეკი მიხეილ ყაჩლავაშვილი და ცენტრი გიორგი ფრუიძე. პირველ მატჩში დამწყებთა შორის იყვნენ და ახლა შეცვლაზე არიან მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი და ფულბეკი ლუკა ცირეკიძე.

‘შავი ლომის’ 23-კაციან განაცხადში რამდენიმე დებიუტანტია. ესენი არიან; ბაჩანა მონიავა, შოთა ხელაძე, ბაჩუკი ბარათაშვილი, მიხეილ ყაჩლავაშვილი და გიორგი ფრუიძე.

2026 წლის “ტოიოტა ჩელენჯი”

სამხრეთ აფრიკა. ბლუმფონტეინი. “ტოიოტა სთედიუმი”. 10 ივნისი

შავი ლომი - სუზუკი გრიქასი (15:30 საქ. დრო)

შავი ლომი

ხაზი: 15. სანდრო თოდუა, 14. შალვა აფციაური, 13. ბაჩანა მონიავა, 12. ზაურ ლუტიძე, 11. ამირან შვანგირაძე, 10. მერლს პიტერსი, 9. გიორგი სპანდერაშვილი;

შერკინება: 1. გიგა კობახიძე, 2. თამაზ ჭამიაშვილი, 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 4. გუგა ღანიაშვილი, 5. გიორგი ნიკოლაძე, 6. ლაშა ციხისთავი (კაპ.), 7. გიორგი კერვალიშვილი, 8. გიორგი სინაურიძე.

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე, 17. ბაჩუკი ბარათაშვილი, 18. ბადრი ციხისთავი, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. გიორგი ცუცქირიძე; 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი, 22. გიორგი ფრუიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.

მთავარი მწვრთნელი: მარკო ბორტოლამი

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ლადო კილასონია

5 ივნისი

შავი ლომი - აირლინკ პუმასი 46:36

სუზუკი გრიქასი - რუმინეთი ა 35:20

ტოიოტა ჩიტასი - ლუზიტანუში 54:24

10 ივნისი

სუზუკი გრიქასი - შავი ლომი (15:30)

აირლინკ პუმასი - ლუზიტანუში (17:30)

ტოიოტა ჩიტასი - რუმინეთი ა (20:00)

14 ივნისი

სუზუკი გრიქასი - ლუზიტანუში (14:00)

აირლინკ პუმასი - რუმინეთი ა (16:00)

ტოიოტა ჩიტასი - შავი ლომი (18:30)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოურინიოს ხვიჩა ძალიან მოსწონს“ - ფრანგული გამოცემა კვარსა და რეალზე
„მოურინიოს ხვიჩა ძალიან მოსწონს“ - ფრანგული გამოცემა კვარსა და რეალზე