რთული დღეები გამოვიარე, გუნდის მადლიერი ვარ | მესი ჰეთ-თრიკის შემდეგ
2026 წლის მუნდიალის პირველ ტურში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა არგენტინამ ლეო მესის ჰეთ-თრიკით ალჟირი 3:0 დაამარცხა.
მესი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და მედიასთან კომენტარი გააკეთა: "რთული დღეები გამოვიარე, ფეხბურთს არ უკავშირდებოდა, ჩემი ემოციებიც სწორედ ამით იყო გამოწვეული. მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს, სამწვრთნელო შტაბსა და სრულ დელეგაციას. ძალიან მაბედნიერებს იმ ყველაფრის გამოცდა, რისი გავლაც მომიწია. ის, რასაც ახლა განვიცდი, ერთგვარი ბონუსია. ამ შესანიშნავი გუნდის ძალიან მადლიერი ვარ და ამ პროცესით დიდ სიამოვნებას ვიღებ.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩები ყოველთვის რთულია. ნათლად ჩანს, რომ აქ არავინ არაფერს თმობს. ეს არის კონკურენტული მუნდიალი ტაქტიკურად კარგად მომზადებული ნაკრებებით. მე უბრალოდ მიყვარს ფეხბურთის თამაში, ეს ბავშვობიდან ჩემი მთავარი ვნებაა. როდესაც ფორმაში ვარ და თავს კარგად ვგრძნობ, მოედანზე ბოლომდე ვიხარჯები."
38 წლისა და 357 დღის ასაკში ლიონელ მესიმ გადაასწრო კრიშტიანუ რონალდუს და გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ვინც ჰეთ-თრიქი შეასრულა. კრიშტიანუმ ჰეთ-თრიკი 33 წლისა და 130 დღის ასაკში დააფიქსირა. მსოფლიოს ჩემპიონატზე გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდსმენი მიროსლავ კლოზე 16 გოლით იყო. ლიონელ მესი ალჟირთან შესრულებული ჰეთ-თრიკით ბრაზილიელ რონალდოს (15) უსწებს და რეკორდის ავტორ კლოზეს უთანაბრდება.
J ჯგუფის მეორე ტურში არგენტინა ავსტრიას დაუპირისპირდება, მესამე ტურში - იორდანიას.