სკალონი მესიზე: “სიტყვებს ვერ ვპოულობ“
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში არგენტინა ალჟირს დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.
მსოფლიოს მასშტაბით, გულშემატკივრებმა ლიონელ მესის მორიგი ისტორიული საღამო იხილეს. ლეგენდარულმა არგენტინელმა ალჟირს ჰეთ-თრიკი შეასრულა და შეიძლება ითქვას, რომ პირადად მოუგო.
მატჩის დასრულების შემდეგ, ალბისელესტეს მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ კომენტარი გააკეთა.
სკალონი:
„ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა, რადგან მეტოქე ძალიან კარგი გუნდია. მათ შესანიშნავად ითამაშეს და საბოლოო ანგარიშის მიუხედავად, შეხვედრა ძალიან მძიმე გამოდგა.
პირველი მატჩი ყოველთვის რთულია და გარკვეულ გავლენას ახდენს გუნდზე. წინა მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხი ჯერ კიდევ გვახსოვდა, მაგრამ ამ გამარჯვებამ მომდევნო მატჩების წინ სიმშვიდე შეგვმატა.
მესიზე სიტყვებს ვერ ვპოულობ. უკვე 20 წელია, ისეთ რამეებს გვაჩვენებს, რომლებიც ჩვეულებრივად გვექცა და ყველა, ვინც მის თამაშს უყურებს, შთაგონებას იღებს.
ეტაპობრივად უნდა ვიაროთ და თითოეულ მატჩზე ცალ-ცალკე ვიფიქროთ. გუნდი ბედნიერია, რადგან ბევრ ფეხბურთელს სათამაშო დრო მივეცით. იმედი მაქვს, მომდევნო შეხვედრასაც მოვიგებთ, რათა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ყველა ფეხბურთელს თამაშის შესაძლებლობა ჰქონდეს.“
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩს ავსტრიის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 22 ივნისით თარიღდება და 21:00-დან დაიწყება.