კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, მიროსლავ კლოზე
Aa
Aa

მესიმ ჰეთ-თრიკით რონალდუს რეკორდი დაამხო | OPTA-ს საინტერესო ცნობები

2026 წლის მუნდიალის პირველ ტურში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა არგენტინამ ლეო მესის ჰეთ-თრიკით ალჟირი 3:0 დაამარცხა.

38 წლისა და 357 დღის ასაკში ლიონელ მესიმ გადაასწრო კრიშტიანუ რონალდუს და გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ვინც ჰეთ-თრიქი შეასრულა. კრიშტიანუმ ჰეთ-თრიკი 33 წლისა და 130 დღის ასაკში დააფიქსირა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდსმენი მიროსლავ კლოზე 16 გოლით იყო. ლიონელ მესი ალჟირთან შესრულებული ჰეთ-თრიკით ბრაზილიელ რონალდოს (15) უსწებს და რეკორდის ავტორ კლოზეს უთანაბრდება.

არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ თავის მე-200 მატჩში ლიონელ მესი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ექვს სხვადასხვა გათამაშებაში ითამაშა. 

1966 წლის შემდეგ, რაც Opta მსოფლიო ჩემპიონატების დეტალურ სტატისტიკას აწარმოებს, ლიონელ მესი ერთ-ერთია იმ ორი ფეხბურთელიდან, რომელმაც ამ ტურნირებზე საჯარიმოს გარედან ყველაზე მეტი, 5 გოლი გაიტანა, არგენტინელი ბრაზილიელ რიველინოს გაუთანაბრდა.

J ჯგუფის მეორე ტურში არგენტინა ავსტრიას დაუპირისპირდება, მესამე ტურში - იორდანიას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰოლანდის დუბლი და ოდეგორის საგოლე პასი | ნორვეგიამ ერაყი გაანადგურა
ჰოლანდის დუბლი და ოდეგორის საგოლე პასი | ნორვეგიამ ერაყი გაანადგურა