ლიონელ მესი
Aa
Aa

თორმეტჯერ აღიარეს და თორმეტჯერ მარცხენათი - მესი არ ჩერდება

ასაკი რომ მხოლოდ ციფრებია, ამაში გულშემატკივრები ყველაზე ხშირად ლიონელ მესის თამაშის ხილვის დროს რწმუნდებიან - “ელ მონგოლიკომ”, რომელსაც 24 ივნისს 39 წელი უსრულდება, კიდევ ერთი შოუ დადგა, ალჟირთან ჰეთ-თრიკი შეასრულა და შეიძლება ითქვას, რომ არგენტინის ნაკრებს პირადად მოაგებინა. ბუნებრივია, ასაკის მატებასთან ერთად, თითოეული გოლი, თუ საგოლე პასი ლეოსთვის ახალი რეკორდის დამყარების შესაძლებლობაა და გამონაკლისს არც ეს შემთხვევა წარმოადგენდა.

ალბათ არავის გაუკვირდება თუ გეტყვით, რომ მესი არგენტინა-ალჟირის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ამ მხრივაც ის რეკორდსმენია. მატჩის MVP-ის პრიზი მუნდიალზე 2002 წლიდან დაწესდა და ლეო საერთო ჯამში 12 მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, აქედან ყველაზე მეტჯერ, ოთხჯერ 2014 წლის ბრაზილიურ მუნდიალზე გამოარჩიეს და საბოლოოდ ფინალში ალბისელესტეს დამარცხების მიუხედავად, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. აქვე გეტყვით, რომ ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღებული შეხვედრის MVP-ის ჯილდოს რაოდენობით ლეო თანარეკორდსმენია - თუ ის 2014 წელს გახდა ოთხი თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი, ანალოგიურ შედეგს 2010-ში სამხრეთ აფრიკულ მუნდიალზე ნიდერლანდელმა ვესლი სნეიდერმა მიაღწია.

ცნობისათვის, მსოფლიოს ჩემპიონატებზე გატანილი 16 გოლიდან ლიონელ მესიმ 12 - მარცხენა, 4 ბურთი კი მარჯვენა ფეხით გაიტანა, თავური დარტყმით “ელ მონგოლიკოს” მეტოქე გუნდის მეკარეები პლანეტის პირველობაზე ჯერჯერობით არ დაუმწუხრებია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რთული დღეები გამოვიარე, გუნდის მადლიერი ვარ | მესი ჰეთ-თრიკის შემდეგ
რთული დღეები გამოვიარე, გუნდის მადლიერი ვარ | მესი ჰეთ-თრიკის შემდეგ