დავით ნინიაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი
Aa
Aa

ოთხი ლელოს შემდეგ - ორი ქართველი სიმბოლურში

საფრანგეთის TOP 14-ის რეგულარული გათამაშების ბოლო ტური ქართველი ლეგიონერებისთვის გამორჩეული ბევრი ფაქტით გამოდგა. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა შეხვედრებში ლელო ჩვენი ქვეყნის ოთხმა წარმომადგენელმა დადო, კიდევ ორი მათგანი, მიუხედავად იმისა, რომ მათ თავი მეტოქის ჩათვლის მოედნის აღებით არ გამოუჩენიათ, ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. საუბარია გურამ გოგიჩაშვილსა და დავით ნინიაშვილზე, რომლებიც „რასინგისა“ და „ლა როშელის“ ლიდერებად ითვლებიან.

გოგიჩაშვილი „რასინგელებს“ „ტულუზას“ 31:20 დამარცხებაში დაეხმარა. გურამი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, რეგულარული გათამაშება კი 25 მატჩში (15 სასტარტოში) მოედანზე გატარებული 1 153 წუთითა და 2 ლელოთი დაასრულა. რაც შეეხება ნინიაშვილს, „ლა როშელმა“ ბოლო ტურში „სტად ფრანსე“ 27:22 დაამარცხა და პლეი ოფის საგზური მოიპოვა. ნინიაშვილმა მატჩი 14 ნომრის პოზიციაზე დაიწყო, შეუცვლელად იასპარეზა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დავითის ანგარიშზე წელს გამართულ 22 მატჩში 7 ლელო და 1 საჯარიმოა.

ცნობისათვის, საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პლეი ოფის პირველ ეტაპზე „ლა როშელის“ მეტოქე ისევ და ისევ „სტად ფრანსე“ იქნება, ხოლო „რასინგი“ „პოს“ დაუპირისპირდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შავი ლომი სამხრეთ აფრიკაში დამარცხდა - ქართველებმა მოქმედ ჩემპიონს სამი ლელო დაუდეს
შავი ლომი სამხრეთ აფრიკაში დამარცხდა - ქართველებმა მოქმედ ჩემპიონს სამი ლელო დაუდეს