Aa
Aa

მენდილიბარი - მესიზე: „ეს ნაბ***ვარი მატჩებისას ისვენებს"

„ეიბარის“ მთავარი მწვრთნელი, ხოსე მენდილიბარი აცხადებს, რომ ლიონელ მესის ძალების აღსადგენად მატჩების გამოტოვება არ სჭირდება. ბასკური კლუბის თავკაცის მიხედვით, „ლა პულგას“ მინდორზე ყოფნისას შეუძლია დასვენება.

„ეს ნაბიჭვარი მატჩებისას ისვენებს. ლეომ იცის თამაშში როდის უნდა ჩაერთოს და როდის დაისვენოს. მესის დასვენების დღე რომ მისცენ, ცუდად გახდება იმის გამო, შეხვედრის ყურება ტრიბუნებიდან მოუწევს და უფრო დაიღლება.

მახსოვს ოსასუნაში როცა ვმუშაობდი, კამპ ნოუზე კოპა დელ რეის შეხვედრა ჩავატარეთ. მესის სიცხე ჰქონდა და მოწამლული იყო, რის გამოც ვარჯიში გამოტოვა და მატჩში მონაწილეობა არ უნდა მიეღო. თუმცა ლეომ შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და 2-0-ს ვაგებდით, როცა დავინახე, რომ გასახურებლად წამოდგა. მესი მოედანზე შემოვიდა, ორი გოლი გაგვიტანა და 4-0 წავაგეთ“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „ეიბარს“ „კამპ ნოუზე“ 22 თებერვალს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები