იურგენ კლოპი
Aa
Aa

"სამწუხაროდ თხოვნას ვერ შეგისრულებ" - კლოპი და მანჩესტერის 10 წლის ქომაგი

"ლივერპულის" გულშემატკივრები 30-წლიანი პაუზის შემდეგ, პრემიერ ლიგის მოსაგებად ემზადებიან. "მანჩესტერის" ერთი ქომაგისთვის კი ურთულესია იმის წარმოდგენა, რომ მისი ფავორიტი კლუბის მოსისხლე მტერი ინგლისის ჩემპიონი გახდება.

"წითლების" მიერ მოპოვებული გამარჯვებებისგან დაღლილმა 10  წლის დარა კარლიმ გადაწყვიტა რაღაც მოემოქმედებინა და მერსისაიდელთა თავკაცს, იურგენ კლოპს წერილი მისწერა.

"ძვირფასო იურგენ კლოპ, მე დარა მქვია და 10 წლის ვარ. მანჩესტერ იუნაიტედს ვგულშემატკივრობ და გწერ, რათა უკმაყოფილება გამოვხატო.

ლივერპული ზედმეტად ბევრ თამაშს იგებს. თუ კიდევ 9 შეხვედრაში იმარჯვებთ, ინგლისური ფეხბურთის რეკორდს დაამყარებთ და ყველაზე გრძელი დაუმარცხებელი სერია გექნებათ. ეს კი ჩემთვის, როგორც იუნაიტედის ქომაგისთვის ძალიან სამწუხაროა.

ამიტომ გთხოვ, რომ მომდევნო შეხვედრაში ლივერპულს წააგებინო. მეტოქე გუნდს გოლების გატანის საშუალება უნდა მისცე. იმედი მაქვს დაგარწმუნე, რომ პრემიერ ლიგა და აღარცერთი მატჩი აღარ მოიგოთ".

"ლივერპულის" თავკაცს, დარა უპასუხოდ არ დაუტოვებია და გარკვეული დროის შემდეგ, მას ოფიციალური წერილით მიმართა.

"ძვირფასო დარა, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადო, რომ მომწერე. ვიცი წარმატება არ მისურვე, მაგრამ მაინც სასიამოვნოა ფეხბურთის ახალგაზრდა გულშემატკივარი რომ გეხმიანება.

სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში შენს თხოვნას ვერ შევასრულებ. ეს ჩემი არჩევანი არაა. ვიცი ძალიან გინდა ლივერპულმა წააგოს, მაგრამ ჩემი მოვალეობაა გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს სწორედ ეს სურს და არ მინდა მათ იმედები გავუცრუო.

შენი წერილის წაკითხვის შემდეგ, დანამდვილებით შემიძლია გითხრა, რომ ერთი რამ, რაც არასდროს შეიცვლება ფეხბურთისადმი და მანჩესტერისადმი შენი დამოკიდებულებაა. იუნაიტედს ძალიან გაუმართლა შენნაირი ქომაგი რომ ჰყავს.

იმედი მაქვს, რამდენიმე თამაშის მოგებას ორივე გუნდი მოახერხებს და იქნებ ტიტულებიც დავისაკუთროთ. დარწმუნებული ვარ, შენ იმედი ძალიან არ გაგიცრუვდება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მოსისხლე მტრები ვართ, ერთმანეთს უდიდეს პატივს ვცემთ. ჩემთვის კი ფეხბურთში მთავარი სწორედ ესაა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები