გურამ თუშიშვილი
Aa
Aa

დიუსელდორფის გრან სლემი - "ოლიმპიური თამაშებისათვის მზადებას ვიწყებ"

ხვალ დიუსელდორფში სტარტს ძიუდოს გრან სლემი აიღებსსაქართველოს ნაკრები გერმანულ ტურნირზე 14 ძიუდოისტით იასპარეზებს.

დიდი პაუზის შემდეგ ტატამს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი უბრუნდება.

"ჩემთვის დიუსელდორფის გრან სლემი ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. შემიძლია, ვთქვა, რომ ოლიმპიური თამაშებისათვის მზადებას ვიწყებ.

ტრავმის გამო, რამდენიმე შეჯიბრება გამოვტოვე, მათ შორის - მსოფლიო მასტერსი. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ტრავმები არ მაწუხებს და მხოლოდ ვარჯიშზე ვარ კონცენტრირებული. ბოლომდე დავიხარჯები, რათა დიუსელდორფში წარმატებას მივაღწიო.“ - განაცხადა თუშიშივილმა.

მწვრთნელთა გადაწყვეტილებით გერმანიაში გასამართ გრან სლემზე გოგონათა ნაკრები არ გამოვა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა :

60კგ. – ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე
66
კგ. – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
73
კგ. – ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი
81
კგ. – ნუგზარ ტატალაშვილი, ტატო გრიგალაშვილი
90
კგ. – ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური
100
კგ. – ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ჩიქოვანი
+100
კგ. – გურამ თუშიშვილი, ონისე ბუღაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები