Aa
Aa

როი კინი: „მაგუაირს წითელი ბარათი უნდა მიეღო"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულ ფეხბურთელს, როი კინს მიაჩნია, რომ „ჩელსისთან“ შეხვედრაში ჰარი მაგუაირი უნდა გაეძევებინათ. ირლანდიელმა, რომელიც Sky Sports-ზე საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, მატჩის შემდეგ განაცხადა: „მაგუაირი ძალიან იღბლიანი ბიჭია. ჰარის წითელი ბარათი ალბათ მისი ხასიათის გამო არ უჩვენეს. ის მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია, თუმცა ორი აზრი არაა, რომ ბაჩუაის განზრახ ჩაარტყა“.

კინის პოზიციას „არისტოკრატების“ თავკაცი, ფრენკ ლამპარდიც იზიარებს.

მაგუაირი უნდა გაეძევებინათ და ეს ყველასთვის აშკარაა. მისი გაგდების შემდეგ, კი თამაში განსხვავებული სცენარით განვითარდებოდა.

ასპილიკუეტას მომენტს, რაც შეეხება, სეზარს უბიძგეს და ის ბრენდონ უილიამსს სწორედ ამიტომ დაეჯახა“.

შეგახსენებთ, რომ მარსიალისა და მაგუაირის გოლების წყალობით „იუნაიტედმა“ 2-0 იმარჯვა და „ლურჯებს“ წამოეწია. „ჩელსის“ 41 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზე იმყოფება. „ტოტენჰემი“ 40 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს. ლონდონურ გუნდებს კი ფეხდაფეხ „შეფილდ იუნაიტედი“ და „მანჩესტერი“ მისდევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები