Aa
Aa

დაბრუნება 8 წლის შემდეგ - კლაისტერსმა დუბაის ტურნირზე მუგურუსასთან ითამაშა

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, კიმ კლაისტერსი, 8-წლიანი პაუზის შემდეგ პროფესიონალურ ჩოგბურთში დაბრუნდა.

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა დუბაის ტურნირის პირველ წრეში ესპანელ გარბინ მუგურუსასთან 2:6; 6:7 წააგო. ბელგიელმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ შრომას გააგრძელებს და სათამაშო კონციდიებსაც თანდათან აღიდგენს.

36 წლის კლაისტერსი ჩოგბურთში მეორედ დაბრუნდა, მან კარიერა 2007 წელს ფეხმძიმობის გამო შეწყვიტა, ბავშვის გაჩენის შემდეგ კი 2009 წელს თამაში განაახლა და 2010-2011 წლებში დიდი სლემის ორი ტიტული მოიგო, თუმცა 2012 წელს ჩოგბურთიდან კიდევ ერთხელ წავიდა.

ბელგიელ ჩოგბურთელს, რომელიც უკვე 3 შვილის დედაა, WTA-ს ეგიდით 41 ტიტული აქვს მოგებული, მათგან 4 კი დიდი სლემის კატეგორიისაა. კლაისტერსი 2017 წლიდან ჩოგბურთის დიდების დარბაზის წევრია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები