Aa
Aa

Daily Mail - გუარდიოლა და „სიტის" ვარსკვლავები გუნდს ვადაზე ადრე არ დატოვებენ

Daily Mail-ის ინფორმაციით „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელები დარწმუნებულები არიან, რომ 2-წლიანი დისკვალიფიკაციის მიუხედავად, პეპ გუარდიოლა და სუპერვარსკვლავები გუნდს არ დატოვებენ.

Daily Mail-ის ცნობით, ესპანელი სპეციალისტი მზადაა „ეტიჰად სთედიუმზე“ კონტრაქტის ბოლომდე დარჩეს და მის პოზიციას რაჰიმ სტერლინგიც იზიარებს. ამ უკანასკნელის წარმომადგენელმა ბრიტანულ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ რაჰიმი ამჟამად მხოლოდ „სიტიზეა“ კონცენტრირებული.

შეგახსენებთ, რომ UEFA-მ „ქალაქელებს“ ფინანსური ფეარ პლეის წესების დარღვევის გამო, ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა 2 წლით აუკრძალა, თუმცა „სიტიმ“ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. „ნისლიან ალბიონზე“ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ქალაქელთა“ მესვეურებს სჯერათ, რომ ყველაფერი მათ სასარგებლოდ დასრულდება. უახლოეს პერიოდში „სიტი“ UEFA-ს სამხილს წარუდგენს, რომელიც კლუბის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

აქვე გეტყვით, რომ პრემიერ ლიგის გუნდები მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან და UEFA-ს გადაწყვეტილებას ელოდებიან. არის შანსი, რომ მათ „სიტისთვის“ 2014 წელს მოპოვებული ჩემპიონობის ჩამორთმევა მოითხოვონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები