Aa
Aa

ზუმა: „მოურინიომ ერთხელ ნაგავი მიწოდა"

„ჩელსის“ ფეხბურთელმა, კურტ ზუმამ ის მომენტი გაიხსენა, როცა ჟოზე მოურინიომ მას „ნაგავი“ უწოდა. ფრანგმა მცველმა „მოუს“ შესახებ RMC Sport-თან ისაუბრა და განაცხადა.

„ზუსტად არ მახსოვს ვის ვეთამაშებოდით, მაგრამ ვიცი, რომ გასვლითი მატჩი იყო და 3-1-ს ვაგებდით. მომდევნო დღეს ჩემთან ჟოზე მოურინიო მოვიდა, თავის ოფისში წამიყვანა და მკითხა თავს როგორ ვგრძნობდი. მე ვუპასუხე, რომ ყველაფერი რიგზე იყო და არანაირი პრობლემა არ მქონდა. ამის შემდეგ, მოურინიო ჩამეძია და მთხოვა დამეზუსტებინა დარწმუნებული ვიყავი თუ არა. როცა კვლავ დადებითად ვუპასუხე, მან პირდაპირ მითხრა: „იმიტომ გეკითხები, რომ ამ უქმეებზე ნაგავი იყავი“.

ჟოზეს სიტყვების შემდეგ, შოკში ჩავვარდი. მახსოვს, რომ მისმა შეფასებამ გული მატკინა და ჩემზე დიდი გავლენა იქონია, მაგრამ ამავდროულად უფრო მოტივირებული გამხადა და მომინდა მისთვის მეჩვენებინა, რომ სათანადოდ რეაგირება შემეძლო“.

შეგახსენებთ, რომ მოურინიოსთან მუშაობისას ზუმა 19 წლის იყო და ფრანგი უკანახაზელის თქმით, „განსაკუთრებულმა“ მის საფეხბურთო პროგრესზე უდიდესი გავლენა იქონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები