„წითელი ეშმაკები
Aa
Aa

„წითელი ეშმაკები" და კორონავირუსი - ჯერ იგალო, შემდეგ სასტუმრო მარბელაში

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალწვეულს, ოდიონ იგალოს კლუბის ბაზაზე მისვლა აკრძალული აქვს. როგორც მოგეხსენებათ „წითელმა ეშმაკებმა“ იგალო „შანხაი შენხუადან“ ინათხოვრეს და „მანკუნიანელები“ კორონავირუსის გამო ფრთხილობენ.

Mirror-ის ინფორმაციით იგალო საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის ტაეკვონდოს ცენტრში ინდივიდუალურად ვარჯიშობს. გუნდს კი ხვალ შეუერთდება. მართალია ოდიონი „ნისლიან ალბიონზე“ ვუჰანიდან არ ჩასულა, მაგრამ მანჩესტერელები მაინც თავს იზღვევენ.

იგალოს გარდა, ბრიტანული გამოცემები მარბელაში მომხდარზეც წერენ. Daily Mail-ის ცნობით, მარბელაში ჩასვლისას „წითელი ეშმაკები“ Westin La Quinta Golf Resort and Spa-ს სასტუმროში უნდა დაბინავებულიყვნენ, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ ამ სასტუმროში რაფა ბენიტესის გუნდი, „დალიან იფანი“ იმყოფებოდა.

საბოლოოდ „მანჩესტერი“ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, Kempinski-ში დაბინავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები