Aa
Aa

"მბაპე დამნაშევეა - პრობლემას თავად მოვაგვარებთ"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ სპორტული დირექტორი, ლეონარდო, პრესას კილიან მბაპესა და ტომას ტუხელს შორის მომხდარ ინციდენტზე ესაუბრა.

„მესმის ხმები მბაპესა და მისი ადამიანური თვისებების შესახებ, რაც ჩემთვის არაკომფორტულია. თუკი ფეხბურთელი მოედანს ტოვებს და მწვრთნელს ასე ესაუბრება, ის დამნაშავეა. ჩვენ ამაზე დავილაპარაკებთ და სიტუაციას მოვაგვარებთ.

მეორე მხრივ, ნამდვილად არ ვეთანხმები, როცა მას გაფუჭებულ ბავშვს უწოდებენ. კილიანი საყვარელი და ერთგული ადამიანი და ფანტასტიკური ფეხბურთელია“.

ტუხელთან მომხდარი ინციდენტის გამო, მბაპე კრისტოფ დიუგარმა მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პსჟ-ს ვარსკვლავი გათამამებული და გაფუჭებული ბავშვივით მოიქცა.

შეგახსენებთ, რომ „მონპელიესთან“ მატჩის 68-ე წუთზე, როცა პსჟ 5:0-ს იგებდა, გერმანელმა სპეციალისტმა მბაპე შეცვალა, რამაც ახალგაზრდა ფორვარდის უკმაყოფილება და ყველას დასანახად მწვრთნელთან შელაპარაკება გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები