FED CUP: გამარჯვება ფლეი-ოფში ! - საქართველომ ფინეთი სტუმრად დაამარცხა
Aa
Aa

FED CUP: გამარჯვება ფლეი-ოფში ! - საქართველომ ფინეთი სტუმრად დაამარცხა

FED CUP-ზე საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ევრო-აფრიკულ ზონაში მიღწეული სამი გამარჯვებითა და A პულში დაკავებული პირველი ადგილის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ფლეი-ოფში ფინეთის ნაკრები სტუმრად დაამარცხა. ფინეთთან გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა პირველი ჯგუფის საგზური გაინაღდა.

რაც შეეხება ფინეთისა და საქართველოს დაპირისპირებას, პირველ შეხვედრაში ფინელმა ანასტასია კულიკოვამ ქართველი ეკატერინე გორგოძე 6:2, 6:4 დაამარცხა. მარცხის შემდეგ ვითარება მარიამ ბოლქვაძემ გამოასწორა, მან ოონა ორპანას 7:5, 6:4 სძლია.

გადამწყვეტ შეხვედრაში  გორგოძისა და ოკსანა კალაშნიკოვას წყვილმა კულიკოვასა და ლაურა ჰიეტარანტას ორ  სეტში 6:4, 6:3 მოუგო. ეს გამარჯვება გადამწყვეტი აღმოჩნდა, საქართველომ ფინეთი 2:1 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები