FED CUP: საქართველო 3:0 მოლდოვა - პლეი-ოფი გაფორმებულია!
Aa
Aa

FED CUP: საქართველო 3:0 მოლდოვა - პლეი-ოფი გაფორმებულია!

ჰელსინკში მიმდინარე ჩოგბურთის ფედერაციის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკული ზონის გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა წარმატებული სტარტისა და ისრაელის 2:1-ზე დამარცხების შემდეგ, მოლდოვასთან უკეთესად ითამაშა და 3:0 გაიმარჯვა.

პირველ შეხვედრაში ეკატერინე გორგოძემ იანა ტიშჩენოკოს მშრალი ანგარიშით 6:0, 6:0 მოუგო. რაც შეეხება მარიამ ბოლქვაძეს, მან ანასტასია ვდოვენკოსთან რთული ბრძოლა გადაიტანა და ორ სეტში 7:5, 6:3 იმარჯვა.

მესამე დაპირისპირება, რომელიც წყვილებს შორის შედგა და საერთო ანგარიშზე გავლენის მოხდენა აღარ შეეძლო, მარიამ დალაქიშვილმა და ზოზია ქარდავამ, დანიელა ჩობანუსა და იანა ტიშჩენკოს ორ სეტში 6:2, 6:4 სძლია და საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ტუნისმა ისრაელს 2:1 მოუგო და საქართველოსთან ერთად 2-2 გამარჯვებით უკვე პლეი-ოფის საგზური განაღდებული აქვს. 6 თებერვალს ჩვენი ნაკრები სწორედ ტუნისს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები