FED CUP - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი 2:1 დაამარცხა
Aa
Aa

FED CUP - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი 2:1 დაამარცხა

ჰელსინკში სტარტი აიღო ჩოგბურთის ფედერაციის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკული ზონის გათამაშებამ.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი წარმატებით დაიწყო და ისრაელი ნაკრები ანგარიშით 2:1დაამარცხა.

პირველი კორტზე ეკატერინე გორგოძე გამოჩნდა , რომელიც ლინა გლუშკოს დაუპირისპირდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში სამ სეტში ანგარიშით 6:3 4:6 6:4 დაამარცხა.

გორგოძის შემდეგ ფინურ კორტზე მარიამ ბოლქვაძე გამოჩნდა.

ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე კი ვლადა კატიჩი იყო.

ბოლქვაძემ პირველი სეტში იბრძოლა და მოწინააღმდეგეს ტაიბრეიკზე  7:6 აჯობა , ხოლო მეორე სეტში მარიამმა კატიჩი იოლად 6:1 დაამარცხა.

წყვილებში კი ოქსანა კალაშნიკოვამ და ზოზია ქარდავამ თავიანთი შეხვედრა სამ სეტში ანგარიშით 6:4 5:7 3:6 წააგეს.

ხვალ ჩვენი ნაკრები ჯგუფის ლიდერს ტუნისის ნაკრებს დაუპირისპირდება.

აფრიკელებმა თავიანთ დაპირისპირებაში მოლდოვას იოლად 3:0 მოუგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები