FED CUP - ჩემპიონატს ისრაელთან მატჩით გავხსნით
Aa
Aa

FED CUP - ჩემპიონატს ისრაელთან მატჩით გავხსნით

ჰელსინკში, 4-7 თებერვალს, ჩოგბურთის ფედერაციის თასის II ჯგუფის ევრო-აფრიკული ზონის შეხვედრები გაიმართება, რომლის ეგიდითაც საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს.

კენჭისყრის შედეგად, ჩვენი ნაკრები A კალათაში მოლდოვასთან,ისრაელთან და ტუნისთან მოხვდა.

ქართველი ჩოგბურთელები პირველ მატჩებს ისრაელის ნაკრებთან გამართავენ. 5 თებერვალს ტუნისის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო 6 თებრვალს - მოლდოვას.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მარიამ ბოლქვაძე, ეკატერინე გორგოძე, ოქსანა კალაშნიკოვა, მარიამ დალაქიშვილი და ზოზია ქარდავა არიან. ნაკრების კაპიტანი კი მარგალიტა ჩახნაშვილია.

გათამაშების მეორე B ჯგუფში ერთმანეთს დანიის, პორტუგალიის ფინეთისა და ეგვიპტის ნაკრებები შეხვდებიან.

შეჯიბრის ფორმატის თანახმად, ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები ერთმანეთს ნახევარფინალებში გაეჯიბრებიან და იმ 2 ნაკრებს გაარკვვენ, რომლებიც გაისად I ჯგუფში ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები