Aa Aa
24 იანვარი 2020  |  16:23

Aus Open-ი მოქმედი ჩემპიონის გარეშე! - 15 წლის გაუფმა ოსაკა დაამარცხა

ავსტრალიის ღია პირველობის მე-3 წრე ძალიან საინტერესო და სენსაციებით დატვირთული აღმოჩნდა. სერენა უილიამსის დამარცხების შემდეგ, ტურნირს კიდევ ერთი ფავორიტი, მოქმედი ჩემპიონი - ნაომი ოსაკა გამოეთიშა.

იაპონელი ვარსკვლავი 15 წლის უნიჭიერეს ამერიკელ კოკო გაუფთან ორ სეტში, პრაქტიკულად უშანსოდ დამარცხდა. გაუფმა მატჩი, მართლაც, ბრწყინვალედ ჩაატარა. 

თინეიჯერმა გოგონამ თამაში კარგად დაიწყო და პირველი სეტი ერთადერთი ბრეიკით მოიგო, რასაც მეორე სეტში ასევე დამაჯერებელი ასპარეზობა მიაყოლა და შეხვედრა 6:3; 6:4-ით დაასრულა.

 

გასული წლის Aus Open-ის ფინალში პეტრა კვიტოვას დამმარცხებელ ოსაკას მსოფლიო რეიტინგში 1870 ქულა დააკლდება, რის გამოც WTA-ს კლასიფიკაციის მე-9 ადგილამდე დაეშვება.

გაუფი ტურნირის მომდევნო წრეში ჟენსა და კენინს შორის გასამართი მატჩის გამარჯვებულს შეხვდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები