არის! - ბასილაშვილმა 5-სეტიან ბრძოლაში იმარჯვა და მეორე წრეში გავიდა!
Aa
Aa

არის! - ბასილაშვილმა 5-სეტიან ბრძოლაში იმარჯვა და მეორე წრეში გავიდა!

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში რთული შეხვედრა გადაიტანა და სამხრეთ კორეელ სუნ ქვონს 5 სეტში აჯობა. 

პირველი სეტი აზიელს ტაიბრეიკის შედეგად დარჩა, რის შემდეგაც ნიკამ ორი სეტი მოიგო, რასაც ჩაგდებული მე-4 პარტია და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა.

ქართველმა ჩოგბურთელმა გადამწყვეტ სეტში სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და თამაშის თავის სასარგებლოდ დასრულება აღარ გასჭირვებია - 6:7; 6:4; 7:5; 3:6; 6:3.

 

ბასილაშვილმა 20 ეისი მოაწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 109-დან 80 (73%), ხოლო მეორეზე 84-დან 37 (44%) ქულა მოიგო, საკუთარი ჩაწოდება 5-ჯერ დათმო, მეტოქეს კი გეიმი 7-ჯერ აართვა.

ნიკა შემდეგ წრეში ვეტერან ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს შეხვდება, რომელმაც რუს ევგენი დონსკოის იოლად - 3 სეტში მოუგო.  ქართველსა და პირენეელს ერთმანეთთან 2-ჯერ უთამაშიათ, ანგარიში 1:1-ია.

მსოფლიოს 29-ე ჩოგანმა გასული წლის Aus Open-ზე მე-3 წრეში ითამაშა, შესაბამისად, ქულების დასაცავად კიდევ ერთი გამარჯვება სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები