Aa Aa
19 იანვარი 2020  |  10:21

84-წუთიანი სპექტაკლი და წვიმიანიანი არასრული დღე - ფავორიტები იოლად იგებენ

მელბურნში წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი, ავსტრალიის ღია პირველობა წვიმის თანხლებით დაიწყო. პირველ დღეს დაგეგმილ შეხვედრათა ნაწილი დასრულდა, ნახევარზე მეტი კი შეწყვეტილია ან არ დაწყებულა.

მთავარ კორტზე დღის პირველ მატჩში ნაომი ოსაკამ ჩეხ მარიე ბუზკოვას იოლად - 6:2; 6:4 მოუგო. ასევე იოლად იმარჯვა სერენა უილიამსმა, რომელმაც რუს ანასტასია პოტაპოვას 6:0; 6:3 აჯობა. ოსაკა შემდეგ წრეში საისაი ჟენს შეხვდება, სერენას მეტოქე კი სლოვენიელი ტამარა ზიდანშეკი იქნება.

მარტივად მოიგეს თავიანთი მატჩები პეტრა კვიტოვამ, კაროლინ ვოზნიაცკიმ და ჯულია გერგესმა.

84-წუთიანი სპექტაკლი შესთავაზა მაყურებელს როჯერ ფედერერმა, რომელმაც ამერიკელ სტივ ჯონსონს მსუბუქად - 6:3; 6:2; 6:2 მოუგო. „მაესტრო“ მატჩის თითოეულ მონაკვეთს სრულად აკონტროლებდა, რითაც მეორე წრის საგზური მოიპოვა. მისი შემდეგი მეტოქე კვენტინ ჰალისი ან ფილიპ კრაინოვიჩი იქნება.

ტურნირს პირველივე დღიდან დაემშვიდობნენ დენის შაპოვალოვი და ბორნა ჩორიჩი. შაპოვალოვმა უნგრელ მარტონ ფუქსოვიჩთან 4 სეტში წააგო, ჩორიჩმა კი სემ ქუერის წინააღმდეგობა, პრაქტიკულად, ვერ გაუწია - 3:6; 4:6; 4:6.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში