Aa Aa
19 იანვარი 2020  |  16:38

"რომას" შაქირის შეძენა ზამთარშივე სურს - "ლივერპული" წინააღმდეგია

Sky Sports Italia-ს ცნობით “რომას“ „ლივერპულის“ შვეიცარიელი შემტევის შერდან შაქირის შეძენა სურს.

წყარო წერს, რომ რომაელებს ფეხბურთელის იანვარში გაფორმება უნდათ და მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. „ლივერპულს“ კი შაქირის გასხვისება სეზონის ბოლოს ურჩევნია.

შვეიცარიელმა ფეხბურთელმა 2017 წელს „ლივერპულში“ გადასვლიდან დღემდე სასტარტოში თამაში მხოლოდ 13-ჯერ დაიწყო და ბუნებრივია გუნდის დატოვებაზე ისიც ფიქრობს.

„მერსისაიდელებმა“ შაქირი 13 მილიონ ფუნტად შეიძინეს და 28 წლის შემტევის გაყიდვას უფრო მაღალ ფასში გეგმავენ.

მინამინოს გაფორმების შემდეგ, შაქირის სათამაშო დრო კიდევ უფრო შემცირდება და ეს ყველამ კარგად იცის. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 12 დღე რჩება და ტრანსფერის განხორციელება სავსებით შესაძლებელია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები