Aa
Aa

ლაუტარო: „ინტერში ბედნიერი ვარ"

ლაუტარო მარტინესი აცხადებს, რომ „ინტერში“ ძალიან ბედნიერია და კარიერის სხვა გუნდში გაგრძელებაზე არ ფიქრობს. არგენტინელმა თავდამსხმელმა, რომელიც მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება, თავისი პოზიცია Tyc Sports-სთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში დააფიქსირა.

„ინტერში ძალიან ბედნიერი ვარ. აქ ხალხს ვუყვარვარ და ისინი მეც ძალიან მიყვარს. ჩემს შესაძლო ტრანსფერზე იმიტომ საუბრობენ, რომ ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ინტერში ბედნიერი ვარ და აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ“.

ლაუტარომ კომენტარი ანტონიო კონტეს შესახებაც გააკეთა.

„კონტემ დაგვარწმუნა, რომ წარმატების მისაღწევად მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და შედეგი სახეზეა. მას თავისი საქმის კეთების განსაკუთრებული გზა აქვს და გუნდში მოსვლის პირველივე დღიდან ბევრი რამ გვასწავლა“.

შეგახსენებთ, რომ ესპანური პრესა ლაუტაროს დიდი ხანია „ბარსელონას“ უკავშირებს. კატალონიური გრანდი ლუის სუარესის შემცვლელს ეძებს და ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ მარტინესს მოიაზრებს. „ინტერის“ მესვეურები კი არგენტინელი ცენტრფორვარდის გასხვისებას არ აპირებენ და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები