Aa
Aa

ბუფონი: "არ მინდა, მხოლოდ მოდელის როლი მქონდეს"

ჯანლუიჯი ბუფონი იტალიურ პრესას პაოლო მალდინის რეკორდთან გათანაბრების შესახებ ესაუბრა. ლეგენდარული მეკარის განცხადებით, სერია A-ში 647 მატჩის ჩატარება და რეკორდის თანაავტორობა ბევრს ნიშნავს.

„რა თქმა უნდა, ეს რეკორდი ჩემთვის საამაყოა და ამით კმაყოფილი ვარ. ცხოვრება მუდამ გიმზადებს სირთულეებს, გაიძულებს თავგანწირული იყო და ბევრი ოფლი დაღვარო, მეორე მხრივ კი ის მშვენიერი და ლაღია.

არ მინდა, ხალხისა და ბავშვებისთვის მხოლოდ მოდელის როლი მქონდეს და მათთვის მისაბაძი ადამიანი ვიყო, რომელმაც ვინმეს რამე უნდა ასწავლოს. ბევრს სურს, რომ პასუხისმგებლობა შენ აიღო, მაგრამ ბავშვები მშობლებმა უნდა აღზარდონ და განათლებაც მათ უნდა მისცენ.

როცა ოჯახი ტელევიზორთან იმის სანახავად დაჯდება, როგორ ატარებს ბუფონი სერია A-ში მე-700 შეხვედრას, შეიძლება რომ მამამ შვილს უთხრას: „შეხედე ბუფონს, სირთულეების მიუხედავად, მას ჰქონდა ხასიათი, უნარი და თავმდაბლობა იმისა, რომ განვითარებაზე ეზრუნა“, მსურს, რომ ეს ჩემი შვილებისთვისაც მაგალითი იყოს, თუმცა მათთვის რამის დაძალებასა და ზეწოლას არ ვაპირებ“.

ჯანლუიჯი ბუფონმა სერია A-ში თავისთვის 647-ე შეხვედრა დეკემბერში, „სამპდორიას“ წინააღმდეგ ჩაატარა და მომდევნო მატჩი უკვე აბსოლუტური რეკორდის დამამყარებელი იქნება.

მართალია, „იუვე“ კვირას ჩემპიონატის თამაშს „პარმასთან“ ატარებს, მაგრამ „ჯიჯი“ არ ფიქრობს, რომ იგი ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. იგი მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, მოედანზე 9-ჯერ გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები