Aa
Aa

France Football-ის სენსაციური ცნობა: ნოიერი "იუვეში"?

France Football-ი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მანუელ ნოიერი ზაფხულში, შესაძლოა, ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდეს.

ფრანგული გამოცემა ნოიერს ბავარიული კლუბიდან აბარგებას უწინასწარმეტყველებს, მისი შეძენის მთავარ კანდიდატად კი სწორედ ტურინულ გრანდს ასახელებს.

როგორც ცნობილია, „ბაიერნი“ ზაფხულში ნიჭიერ მეკარე ალექსანდერ ნიუბელს დაიმატებს, ნოიერი კი მასთან ძირითადისთვის ბრძოლას არ აპირებს და თვალი უცხოეთისკენ უჭირავს.

33 წლის ვარსკვლავი „რეკორდმაისტერს“ 2011 წელს, „შალკედან“ შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის კარი 362 შეხვედრაში დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები