მესის პასუხები - ყველაზე უხერხული მეტოქე, მისი სათამაშო სტილის ცვლა და რონალდუ...
Aa
Aa

მესის პასუხები - ყველაზე უხერხული მეტოქე, მისი სათამაშო სტილის ცვლა და რონალდუ...

ლეო მესიმ DAZN-თან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა.

არგენტინელმა მისი ყველაზე უხერხული მეტოქე დაასახელა, ასევე თავის სათამაშო პოზიციას შეეხო და რონალდუსთან კონკურენციაზეც ისაუბრა.

ყველაზე რთული მეურვე

„არ მაწუხებს, როდესაც პერსონალურად მეურვეობენ. ვიცი, რომ წინ რთული მატჩი მელის და ამისთვის მზად ვარ. ბუნებრივია, რომ ჩემს გვერდით სულ ვიღაც იქნება. ჩემთვის ყველაზე რთული მეურვე პაბლო მაფეოა. მასთან გამკლავება რთულია.

უხეშად თამაში არ მაშინებს, ამის გამო არასდროს ვწუწუნებ. ბრძოლა და ფეხებში ჩარტყმა ფეხბურთის ნაწილია“.

სათამაშო პოზიციის შესახებ

„გოლის გატანაზე სულ უფრო ნაკლებად ვფიქრობ. მირჩევნია უფრო სიღრმიდან ვითამაშო და მომენტები შევქმნა. გატანა მიყვარს და ამის შანსი, როცა მეძლევა მას ვიყენებ, თუმცა მოედანზე გასვლისას უფრო მეტ ყურადღებას თამაშს ვუთმობ. გოლის გატანით შეპყრობილი მოთამაშე არასდროს ვყოფილვარ.

როცა გოლების გატანას მოვუკლებ ხალხი ამის შესახებ საუბარს დაიწყებს, მაგრამ ეს თამაშის შემადგენელი ნაწილია. შენ უნდა გაიზარდო როგორც მოთამაშე და შეეგუო დროს, იყო საუკეთესო შენი თავისა და გუნდისთვის“.

რონალდუს შესახებ

„ჩემი და რონალდის დუელი განსაკუთრებული იყო. ეს ისტორიას სამუდამოდ დარჩება, რადგან ეს ყველაფერი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ასეთი დონის შენარჩუნება ამდენ ხნით ადვილი არ არის.

ეს დუელი სასიამოვნო იყო. ამით გულშემატკივრებიც დიდ სიამოვნებას იღებდნენ, არამარტო „ბარსელონასა“ და „რეალის“ ქომაგები“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები