Aa
Aa

"ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა" - ძანიოლო 5-6 თვეს გამოტოვებს

„რომას“ 20 წლის შემტევ ნიკოლო ძანიოლოს დაშავებულ მუხლზე ოპერაცია გუშინ საღამოს ჩაუტარდა.

„ჯალოროსის“ ოფიციცალური საიტის ცნობით, ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა და ფეხბურთელი დღეიდან სარეაბილიტაციო პერიოდს დაიწყებს.

„ორშაბათს საღამოს ნიკოლო ძანიოლოს ჯვარედინი მყესების აღდგენისა და მენისკის სარეკონსტრუქციო მოქმედებები ჩაუტარდა. ოპერაცია პროფესორმა მარიანიმ ჩაატარა, სამშაბათიდან კი ძანიოლო სარეაბილიტაციო კურსს შეუდგება“.

„რომას“ ამ ოფიციალური განცხადების გარდა, თავად ძანიოლოს მიმართვაც გავრცელდა, რომელმაც გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

მედიკოსთა პროგნოზით, ძანიოლო მოედანზე 5-6 თვე ვერ გავა. მან ჯვარედინი იოგისა და მენისკის დაზიანება „იუვენტუსთან“ კვირას გამართული მატჩისას მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები