Aa
Aa

ბოატენგისთვის ბრძოლაში "მილანიც" ჩაერთო

გერმანული Sky-ს ინფორმაციით, ჟერომ ბოატენგისთვის ბრძოლაში „არსენალს“, „მილანის“ სახით, ახალი კონკურენტი გამოუჩნდა.

იმის მიუხედავად, რომ საიმონ კიაერის „სან სიროზე“ გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია, „როსონერისთვის“ ცენტრალური მცველის დამატება მაინც დღის წესრიგში რჩება, ბოატენგი კი მისი ერთ-ერთი მთავარი ვარიანტია.

„არსენალს“ ამ ეტაპზე უპირატესობა აქვს, რადგან მისი წარმომადგენლები ბოატენგს უკვე დაეკონტაქტნენ, იტალიელებს კი ჯერჯერობით მსგავსი ნაბიჯი არ გადაუდგამთ.

31 წლის მცველს „ბაიერნის“ დატოვება იანვარშივე სურს, კლუბი კი მის სანაცვლოდ დაახლოებით 15 მილიონ ევროს ითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები