Aa Aa
13 იანვარი 2020  |  13:34

Times - „ჩელსი" „ბრაიტონის" მცველით დაინტერესდა

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, Times იუწყება, რომ „ჩელსი“ „ბრაიტონის“ უკანახაზელით, ლუის დანკით დაინტერესდა. „ლურჯები“ „თოლიებს“ უკვე დაუკავშირდნენ და ინგლისელი ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვეს.

Times-ის მიხედვით „ბრაიტონი“ დანკის გასხვისების წინააღმდეგი არაა, უბრალოდ მის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონი ფუნტის მიღება სურს.

როგორც მოგეხსენებათ ფრენკ ლამპარდს დაცვის ხაზის გაძლიერება სურს და სხვა კანდიდატებთან ერთად ერთ-ერთი „თოლიების“ მოთამაშე გახლავთ.

დანკი 28 წლის ცენტრალური მცველია, რომელმაც მიმდინარე სეზონში 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა. ლუისს ინგლისის ნაკრებშიც უთამაშია და „სამი ლომის“ მაისური ერთადერთხელ, აშშ-სთან გამართულ შეხვედრაში მოირგო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები