უკვე ნახევარფინალი! - გორგოძე კანბერაში ტიტულისკენ მიიწევს
Aa
Aa

უკვე ნახევარფინალი! - გორგოძე კანბერაში ტიტულისკენ მიიწევს

ეკატერინე გორგოძე კანბერას 25 000-იანი ტურნირის 1/2 ფინალში, დაძაბული ბრძოლის შედეგად გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა გათამაშებაზე მე-8 ნომრად განთესილ სლოვაკ კრისტინა კუცოვას ორ სეტში მოუგო.

ეკომ პირველი სეტი ტაიბრეიკზე დახურა, თანაც შემოკლებული გეიმი ანგარიშით - 9:7 მოიგო, რის შემდეგაც მისი უპირატესობა გამოიკვეთა და თამაში ორ სეტში - 7:6; 6:3-ით დასრულდა.

28 წლის ქართველი, რომელმაც წინა რაუნდში ტურნირის მეორე ნომერი დაამარცხა, ნახევარფინალში პოლონელ მაგდალენა ფრეხი იქნება.

ფრეხი მსოფლიოს 173-ე ჩოგანია, მან მიმდინარე გათამაშებაზე ყველა შეხვედრა ორ სეტში მოიგო. მისი და ეკოს ნახევარფინალური შეხვედრა ხვალ გამთენიისასაა ჩანიშნული.

გორგოძე პარალელურად წყვილთა შორისაც გამოდიოდა, თუმცა დღეს გამართულ ნახევარფინალურ მატჩში, ის და მისი უნგრელი მეწყვილე რეკა იანი 3-სეტიან ბრძოლაში დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები