Aa
Aa

„ასტონ ვილა" პიონტეკსა და რეინას უმიზნებს

Calciomercato-ს ინფორმაციით, კშიშტოფ პიონტეკის საკუთარ რიგებში ხილვა სამ კლუბს სურს. იტალიური გამოცემის მიხედვით პოლონელი თავდამსხმელის გადაბირებით „ასტონ ვილა“, „ლევერკუზენი“ და „ნიუკასლი“ ინტერესდებიან.

Daily Mail იტყობინება, რომ ყველაზე მეტად ბირმინგემელები აქტიურობენ. „მილანი“ პიონტეკის სანაცვლოდ 30 მილიონ ფუნტს ითხოვს. „ასტონ ვილა“ კი 24 წლის ცენტრფორვარდის იჯარის წესით აყვანაზეა ორიენტირებული და ვადის გასვლის შემდეგ, მზადაა პიონტეკი 25 მილიონ ფუნტად გამოისყიდოს.

პოლონელი ფეხბურთელი „როსონერის“ ღირსებას 2019 წლიდან იცავს. გასულ სეზონში მან „მილანის“ მაისურით ჩატარებულ 18 შეხვედრაში 9 გოლი შეაგდო. მიმდინარე გათამაშებაში კი თავი მხოლოდ 4-ჯერ გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ პიონტეკის გარდა, „ასტონ ვილა“ „მილანის“ კიდევ ერთ ფეხბურთელს უმიზნებს. ბირმინგემელებს იმედი აქვთ, რომ პეპე რეინას დაიყოლიებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები