Aa Aa
8 იანვარი 2020  |  10:21

ქართველები კანბერაში - ორიდან ერთი 1/8 ფინალში

ეკატერინე გორგოძე და მარიამ ბოლქვაძე ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში მიმდინარე ქალთა 25 000-იან საჩოგბურთო ტურნირში ჩაერთნენ.

გორგოძემ პირველი წრე წარმატებით გაიარა და ადგილობრივ კვალიფიკანტ ბელინდა ვულკოკს 3 სეტში - 3:6; 6:4; 7:6 მოუგო. ეკო მომდევნო რაუნდში ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ მენდი მინელას შეხვდება.

სამწუხაროდ, პირველსავე მატჩში დამარცხდა მარიამ ბოლქვაძე, რომელმაც შვეიცარიელი კონი პერინის ბარიერი ვერ გადალახა. თამაში შვეიცარიელმა ორ პარტიაში - 6:4; 6:3-ით დაასრულა.

ეკო გორგოძე WTA-ს ამჟამინდელ რეიტინგში 203-ე ადგილზეა, მარიამ ბოლქვაძე კი 164-ე პოზიციაზე იმყოფება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები