დრამონდის მორიგი მიღწევა - „დრე" ისტორიაში შევიდა
„დეტროიტ პისტონსის“ ცენტრი, ანდრე დრამონდი ელიტურ კომპანიას შეუერთდა. „კლივლენდთან“ შეხვედრაში, რომელიც „მოთორ სითის“ წარმომადგენლებმა 115-113 მოიგეს, დრამონდმა 23 ქულა და 20 მოხსნა მიითვალა.
მიმდინარე რეგულარულში „დეტროიტის“ ცენტრმა მინიმუმ 20 ქულა და 20 მოხსნა მეექვსედ გაიფორმა. დრამონდისთვის ეს მესამე სეზონი გახლავთ, რომელშიც მან სულ მცირე 20 ქულა და 20 მოხსნა 6-ჯერ დააგროვა.
1976-77 წლების შემდეგ, NBA-ში მსგავსი შედეგით თავს მხოლოდ მოუზეს მელოუნი(7), დუაით ჰოვარდი(4), ჰაკიმ ოლაჯუვონი(3) და შაკილ ონილი (3) იწონებენ.
Double-double machine.
— NBA (@NBA) January 8, 2020
Andre Drummond records 10 PTS, 10 REB in the FIRST QUARTER! #DetroitBasketball pic.twitter.com/an3u3lrV3k
შეგახსენებთ, რომ წარმატებული ასპარეზობის მიუხედავად, „დეტროიტის“ სამომავლო გეგმებში დრამონდი არ შედის. New York Times-ის ინფორმაციით, „პისტონსის“ ხელმძღვანელები დარწმუნებულები არიან, რომ დრამონდი 6 თებერვლისთვის სხვა გუნდში იასპარეზებს.
აქვე გეტყვით, რომ „დიდი პინგვინი“ მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ატარებს და საშუალოდ 17.4 ქულასა და 15.9 მოხსნას აგროვებს.