Aa Aa
30 დეკემბერი 2019  |  20:26

მზადება ATP CUP-ისთვის - ნაკრები უკვე ავსტრალიაშია

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ATP CUP-ის შეხვედრებისთვის ავსტრალიაში გაემგზავრა და მზადების დასკვნით ეტაპს ადგილზე გაივლის. 

ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე, ალექსანდრე ბაკში და ზურაბ ტყემალაძე არიან. ყველა მათგანი, გუნდის კაპიტან დავით კვერნაძესთან ერთად, უკვე ავსტრალიაში იმყოფება და იაპონიის ნაკრებთან გასამართი დაპირისპირებებისთვის სრულ მზადყოფნაშია.

მარჯვენა ხელის იდაყვზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ მზადება თითქმის 1 თვეა განაახლა ნაკრების ლიდერმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში 26-ე ადგილს იკავებს.

საქართველოს ნაკრები ATP CUP-ის ერთ-ერთ ჯგუფში ესპანეთის, იაპონიისა და ურუგვაის წინააღმდეგ ითამაშებს. პირველი შეხვედრა იაპონელებთანაა, რომელთაც უდავო ლიდერი, კეი ნიშიკორი დააკლდებათ. 

საქართველო-იაპონიის მატჩი 4 იანვარს, თბილისის დროით 15:00 საათიდან გაიმართება, მეორე ტურში, 6 იანვარს ჩვენები უკვე ესპანეთს შეხვდებიან, 8 იანვარს კი ურუგვაის ნაკრებთან ითამაშებენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში