ოფიციალურად: გატუზო
Aa
Aa

ოფიციალურად: გატუზო "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელია

ჩემპიონთა ლიგაზე „გენკთან“ გამარჯვების (4:0) შემდეგ, „ნაპოლიმ“ კარლო ანჩელოტი დაითხოვა, დღეს კი გუნდის მთავარ მწვრთნელად 41 წლის ჯენარო გატუზო ოფიციალურად დანიშნა.

„ჩვენ ბევრი მუშაობა და ქულების დაგროვება მოგვიწევს, რომ ეს რთული პერიოდი დავძლიოთ. ჩვენი მიზანი ჩემპიონატში ქულების მოგროვება და ჩემპიონთა ლიგაზე პოზიციის შენარჩუნება იქნება“. - განაცხადა გატუზომ.

„ნაპოლი“ ამ მომენტისთვის სერია ა-ში მე-7 პოზიციაზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონას 8 ქულით ჩამორჩება. ნეაპოლელებმა ჩემპიონატში ბოლო შვიდი შეხვედრიდან ვერცერთის მოგება ვერ მოახერხეს.

შეგახსენებთ, რომ გატუზო გასულ სეზონში „მილანს“ წვრთნიდა, თუმცა მისი მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეფასდა და „როსონერიმ“ ის დაითხოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები