Aa
Aa

ანსუ ფატის რეკორდი - ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა

„ბარსელონას“ შემტევი, ანსუ ფატი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა. „ბლაუგრანას“ ამომავალი ვარსკვლავი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გოლი გაიტანა.

ფატიმ ჩემპიონთა ლიგაზე თავი „ინტერთან“ მატჩში გამოიჩინა და „ნერაძურის“ კარი 17 წლისა და 40 დღის ასაკში დალაშქრა. ანსუმ პეტერ ოფორი-ქუაიეს რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 1997 წელს „ოლიმპიაკოსის“ მაისურით 17 წლისა და 194 დღის ასაკში შეაგდო.

ფატის წარმატებულ ასპარეზობას ერნესტო ვალვერდეც გამოეხმაურა და ჟურნალისტებთან საუბრისას მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „ანსუს ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და დისკომფორტს განიცდიდა, თუმცა ის გოლების გამტანადაა დაბადებული“.

„ინტერთან“ მატჩში ფატი მოედანზე 85-ე წუთზე შევიდა და სუარესის შედეგიანი გადაცემით „ნერაძურის“ ქომაგთა დამწუხრება 1 წუთში მოახერხა. ახალგაზრდა შემტევის გოლის წყალობით „ბარსელონამ“ ჯგუფური ეტაპი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა და „შავ-ლურჯები“ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები